2024

!

სიახლე!

📌როგორც იცით, 17 აპრილს მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიების ხელმძღვანელ პირებთან.
❗️თათბირს ესწრებოდნენ:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონული და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი ბატონი გოჩა თამაზაშვილი.
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი სოსო მალანია და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გრიგოლ ცაავა.
⚠️ ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, გადაწყდა რომ 2012-2013-2014 წლებში დაბადებულ მოზარდებს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა ფედერაციის მხრიდან, რათა არ მოხდეს მათი ფსიქო-ემიციური გადატვირთვა, შესაბამისად არ იყვნენ ორიენტირებული მხოლოდ თამაშების შედეგებზე, არამედ შევუწყოთ ხელი მათ ფიზიკურ მზაობას და პროფესიონალ ფეხბურთელებად ჩამოყალიბებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეტი ნიჭიერი ფეხბურთელის გამოვლენა და საფეხბურთო კლუბებისთვის რეზერვების მომზადება! 💫
სწორედ ამიტომ თათბირის გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში დაფიქსირდება ტექნიკური ანგარიშები, რაც თავისთავად არ აისახება სატურნირო ცხრილში! ⚽️💙

Leave a Reply