სიახლე!
როგორც იცით, 17 აპრილს მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიების ხელმძღვანელ პირებთან.
თათბირს ესწრებოდნენ:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონული და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი ბატონი გოჩა თამაზაშვილი.
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი სოსო მალანია და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გრიგოლ ცაავა.
ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, გადაწყდა რომ 2012-2013-2014 წლებში დაბადებულ მოზარდებს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა ფედერაციის მხრიდან, რათა არ მოხდეს მათი ფსიქო-ემიციური გადატვირთვა, შესაბამისად არ იყვნენ ორიენტირებული მხოლოდ თამაშების შედეგებზე, არამედ შევუწყოთ ხელი მათ ფიზიკურ მზაობას და პროფესიონალ ფეხბურთელებად ჩამოყალიბებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეტი ნიჭიერი ფეხბურთელის გამოვლენა და საფეხბურთო კლუბებისთვის რეზერვების მომზადება!
სწორედ ამიტომ თათბირის გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში დაფიქსირდება ტექნიკური ანგარიშები, რაც თავისთავად არ აისახება სატურნირო ცხრილში!