„მომავლის თასი-2025″ იწყება!
“მომავლის თასი” 2025-ის რეგისტრაცია დაიწყო!
ქ. თბილისის ფეხბურთის ფედერაცია ყოველწლიურად ატარებს ივიკო ჭელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ „მომავლის თასი”-ს გათამაშებას.
წელსაც გვაქვს პატივი შემოგთავაზოთ 4 დღიანი სანახაობრივი ორთაბრძოლები 2013 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის.
მატჩები გაიმართება სპაერის სტადიონზე!
მომავლის თასის გათამაშება 30 მაისს აიღებს სტარტს და დასრულდება 3 ივნისს!
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდეთ ბატონ გია ძამუკაშვილს 599 53 10 09!