მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
დღეს, 18 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, სადაც ხმათა მაქსიმალური რაოდენობით გაიმარჯვა ბატონმა გრიგოლ ცაავამ!
პრეზიდენტმა დღევანდელ შეხვედრაზე გასული წლები შეაფასა და გუნდის მუშაობის შედეგები მოახსენა დამსწრე საზოგადოებას. ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და განაცხადა რომ უამრავ სიახლეს და სიურპრიზს ჰპირდება ბავშვებს.
საფეხბურთო სკოლებს კი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს და გვერდში დაუდგება, რათა ერთად აღვასრულოთ საერთო მიზანი აღვუზარდოთ საამაყო ფეხბურთელები საქართველოს და ვემსახუროთ ქართულ ფეხბურთს!
რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩვენს წარმატებაში. გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის უდიდეს მადლობას მოვახსენებთ მათ – განაცხადა ბატონმა გრიგოლ ცაავამ!