ფესტივალი

2024

„ფესტივალი 2024″ დასრულდა!

11270381_772442319537747_6706320918509973593_o11289385_772446576203988_3840860361894270154_o


ნოდარ ახალკაცის სახელობის რიგით XV ფესტივალი დასრულდა!
როგორც იცით სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა წელს ტურნირი 2013-2014-2015. 
                                     💫ფესტივალმა სტარტი აიღო 28 მაისს და დასრულდა 2 ივნისს. ⚽️
🎤 ტურნირის დაჯიდოვებას გაუძღვა ბატონი მამუკა ელიკაშვილი!
🎥 პირდაპირი ეთერი შემოგთავაზათ ბატონმა ოთო ბახუტაშვილმა!
🇬🇪🏆ფესტივალში მონაწილე გუნდებს აჯილდოვებდნენ ქ. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გრიგოლ ცაავა და გენ. მდივანი ბატონი გიორგი ძამუკაშვილი.
ასევე დაჯილდოვებაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა!
👏 ქ. თბილისის ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის გვერდში დგომისთვის ქ. თბილისის მერიას, საფეხბურთო კლუბ „დინამოს აკადემია”-ს და კომპანია „მთის წყლის” ხელმძღვანელობას!
👏 განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ფინალის გალამაზებისთვის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს „ბასიანს”და მის ხელმძღვანელს ბატონ ირაკლი ცერცვაძეს! მოცეკვავეებმა შემოგვთავაზეს ცეკვა ქართული, ყაზბეგური და მთიულური! ❤️
2015 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის საპატიო მე-4 ადგილი დაიკავა  გიორგი კვანტალიანის გუნდმა „ავაზა-1970″. გუნდი დაჯილდოვდა შესაბამისი თასით და დიპლომით.
მესამე ადგილზე გავიდა „დინამოს სკოლა”, მწვრთნელი გიორგი ჯაჯანიძე.
მეორე ადგილი – „ბათუმის დინამო” მწვრთნელი ლუკა ბოჯგუა.
პირველი ადგილი – „დინამოს აკადემია” მწვრთნელი კახა მახარაძე.
2014 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის საპატიო მე-4 ადგილი დაიკავა უზბეკურმა გუნდმა „ოდილ ახმედოვი ტაშკ.”
მესამე ადგილი – „იბერია-1999″.
მეორე ადგილი – „ვიკინგები” მწვრთნელი ვასილ ხაჩიძე.
პირველობა კი არავის დაუთმო „დინამოს აკადემიამ”, მწვრთნელი გახლავთ ლევან ბოჯგუა.
2013 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის საპატიო მე-4 ადგილი დაიკავა „იბერია-1999″.
მესამე ადგილი -„ლოკომოტივი”
მეორე ადგილი – „ბათუმის დინამო”
პირველი ადგილის მფლობელი გახდა „დინამოს აკადემია”, მწვრთნელი ჯაბა გოგოლაძე.
ფედერაციამ დააწესა სპეციალური პრიზები სხვადასხვა ნომინაციებისთვის:
საუკეთესო მეკარე – ვანიკო ჯინიყაშვილი, დაჩი ქველითაია,თორნიკე ყაველიშვილი.
საუკეთესო თავდამსხმელი – გეგა აბუსერიძე, ალექსი იალამიდი,ლუკი ფერაძე.
საუკეთესო მოთამაშე – ნიკოლოზ შველიძე, ირაკლი წულაია,გიორგი მზექალაშვილი.
საუკეთესო მცველი – თომა ხარაიშვილი, ლუკა კაკაბაძე, გიორგი ნიკოლაძე.
თბილისის ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მონაწილეობის მიღებისთვის! ❤️

 

 

 

Leave a Reply